საქართველო - ბელარუსის მატჩი შესაძლოა კორონავირუსის გამო გადაიდოს
Aa
Aa

საქართველო - ბელარუსის მატჩი შესაძლოა კორონავირუსის გამო გადაიდოს

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს განცხადებით შესაძლოა უახლოეს თვეებში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩები გადაიდოს. ინფანტინო გულისხმობს საკლუბო და სანაკრებო მატჩებს,  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპსა თუ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრებს.

''ადამიანთა ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი საფეხბურთო მატჩი'' - აღნიშნა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა.

BBC ინფანტინოს სიტყვებს ავრცელებს:''ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ფაქტია, რომ კონორავირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება და სტატისტიკურად პოზიტიური შედეგები არ ფიქსირდება.''

ინფანტინოს თქმით განიხილება საფეხბურთო მატჩების  როგორც უმაყურებლოდ ჩატარების, ასევე გადადების შესაძლებლობა.

ამასთანავე ინფანტინო იმედოვნებს, რომ ვითარება დროის უმოკლეს პერიოდში სასიკეთოდ შეიცვლება და საფეხბურთო მატჩების გადადება პერმანენტულ ხასიათს არ მიიღებს.

შეგახსენებთ, 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ''დინამო არენაზე'' ბელარუსს დაუპირისპირდება, თუმცა ინფანტინოს კომენტარიდან გამომდინარე მატჩის გადადება ან უმაყურებლოდ ჩატარება ფეხბურთის ქომაგებისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები