Aa
Aa

"მათ ჩემი რჩევა უბრალოდ დააიგნორეს", - სუარესი უცნობ დეტალებზე საუბრობს

ლუის სუარესმა Marca-სთან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ხელმძღვანელები ორი წლის წინ გააფრთხილა, თუმცა მისი რჩევა არავინ გაითვალისწინა.

„2 წლის წინ კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა თუ ისინი ერთ ახალგაზრდა ფორვარდს შეიძენდნენ, რომელიც გუნდში ადაპტაციას ეტაპობრივად გაივლიდა და ბევრ რამეს ისწავლიდა, ჩემი წასვლის შემდეგ კი ის უკვე მზად იქნებოდა. საბოლოოდ, მათ ჩემი რჩევა უბრალოდ დააიგნორეს.

ლაუტარო უმაღლესი დონის მოთამაშეა. მან იტალიაში 2 წლიანი ასპარეზობისას თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტრანსფერზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ფეხბურთელი არ იღებს.

რაც შეეხება ბრეიტვეიტს, ის ჩვენი გაოცებისთვის ემზადება. მარტინი გუნდში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მოვიდა. იგი „ლეგანესში“ საუკეთესო ფეხბბურთელი იყო და ვფიქრობ, „ბარსელონაში“ მას თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა გასულ სეზონში თავისი მომავლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა თავს „ბარსელონას“ დონესთან შესაბამისად ვერ იგრძნობს, ის გუნდს თავისი ნებით დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები