ვან ბასტენი:
Aa
Aa

ვან ბასტენი: "ვინც ამტკიცებს, რომ რონალდუ მესიზე უკეთესია, მას ფეხბურთი არ ესმის"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა მესისა და რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მფრინავმა“ ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ ვინც კრიშტიანუს მესიზე უკეთესად თვლის, მას უბრალოდ ფეხბურთი არ ესმის.

„კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ვინც ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია, მას ფეხბურთი არ ესმის, ან უბრალოდ მიკერძოებულია.

მესი განუმეორებელი მოთამაშეა. მისი მსგავსი ფეხბურთელები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის გენიოსად დაიბადა.

მე 28 წლის ასაკში ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე, სამი ოქროს ბურთის მოგება შევძელი. შეხედეთ მესისა და რონალდუს, ორივე მათგანი 30 წელს გადაცილებულია“. - ვან ბასტენის სიტყვებს ესპანური Marca ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვან ბასტენი კარიერის საუკეთესო წლებში (1987–1995) „მილანის“ ღირსებას იცავდა. მან 1988, 1989 და 1992 წლებში ოქროს ბურთის მოგება შეძლო და იმ დროისთვის მიშელ პლატინის შემდეგ გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ხსენებული ჯილდო 3-ჯერ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები