როცა კობიმ მონდრაგონს გაუტანა: შალკემ ქართველის გოლი გაიხსენა
Aa
Aa

როცა კობიმ მონდრაგონს გაუტანა: შალკემ ქართველის გოლი გაიხსენა

''შალკეს'' Instagram-ის ოფიციალურმა გვერდმა ლევან კობიაშვილის მიერ ''კიოლნის'' კარში გატანილი გოლი გაიხსენა. 2009 წლის 13 მარტს ''კიოლნი'' საკუთარ კედლებში ''შალკესთან'' 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან გამარჯვების გოლი ლევან კობიაშვილმა ჯეფერსონ ფარფანის გადაცემის შემდეგ შეაგდო.

აღნიშნულ მატჩში ''კიოლნის'' კარში ცნობილი კოლუმბიელი მეკარე ფარიდ მონდრაგონი იდგა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ფელიქს მაგათმა ''შალკეს'' სასტარტოში, მარცხენა ფლანგზე ლევან კობიაშვილი და 18 წლის ლევან ყენია ათამაშა. შესაბამისად, კობიაშვილი მცველის, ხოლო ყენია ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა. 

კადრი, როცა გოლის გატანის შემდეგ ყენია კობიაშვილისკენ მირბის, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან დასამახსოვრებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები