საუკეთესო მაკარიძე: ქართველი მეკარის მე-11 მშრალი მატჩი
Aa
Aa

საუკეთესო მაკარიძე: ქართველი მეკარის მე-11 მშრალი მატჩი

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში ''პორტიმონენსესა'' და ''სეტუბალის'' დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდის მხრიდან ''სეტუბალის'' ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე საუკეთესო იყო, რომელმაც 5 სეივი შეასრულა.

SofaScore-მა ქართველ მეკარეს 8,3 დაუწერა და ორივე გუნდის მხრიდან მაკარიძემ ყველაზე მაღალი შეფასება იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. 

''სეტუბალი'' შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში ლისაბონის ''ბენფიკასთან'' გამართავს. ''პორტიმონენსესთან'' შეხვედრის შემდეგ მაკარიძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა:''ვეცდებით ''ბენფიკასთან'' დიდებული შეხვედრა ჩავატაროთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია. ოღონდ ''ბენფიკასთან'' არ დავმარცხდეთ და თუნდაც დანარჩენი ყველა შეხვედრა წავაგოთ.''

კიდევ ერთი სტატისტიკაა საინტერესო, მაკარიძემ მთელი კარიერის განმავლობაში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 66-ე მატჩი ჩაატარა და 21 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 18-გუნდიან ლიგაში ''სეტუბალი'' 27 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები