საგოლე პასი ლიგა 2-ში: ქართველი ვიცე-კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
Aa
Aa

საგოლე პასი ლიგა 2-ში: ქართველი ვიცე-კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში ''სოშოსა'' და ''როდეზის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სამმატჩიანი პაუზის შემდეგ ''როდეზის'' მთავარმა მწვრთნელმ ლორენ პეირელადემ ქართველი მცველი ამირან სანაია ათამაშა.

30 წლის მარცხენა მცველმა სასტარტოში დაბრუნება საგოლე პასით აღნიშნა. 69-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ანგარიში გაიხსნა და ''როდეზი'' დაწინაურდა.

სანაია 90-ე წუთზე შეცვალეს, მეორე დამატებულ წუთზე ''როდეზის'' კარისკენ დანიშნული პენალტი მასპინძლებმა გოლად აქციეს, შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სტუმართა შორის სანაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, Sofascore-მა 6,9 დაუწერა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა.

ამირან სანაიამ, რომელსაც ტოპმიოლერისა და კუპერის დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში მე-9 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. გარდა ამისა მან საფრანგეთის თასის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სოხუმში დაბადებულმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007-09 წლებში 6 მატჩი ჩაატარა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამირან სანაია ფრანგული კლუბის ვიცე-კაპიტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები