დროის იძულებითი ცვლილება - რუსეთთან მატჩის დრო უჩვეულო მიზეზის გამო შეიცვალა
Aa
Aa

დროის იძულებითი ცვლილება - რუსეთთან მატჩის დრო უჩვეულო მიზეზის გამო შეიცვალა

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მესხის სტადიონზე შეერკინებიან. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.

შეხვედრის დაწყების დროის ცვლილება სტადიონის განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. მიხეილ მესხის სტადიონის ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება მწყობრიდან არ გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები ონლაინ რეჟიმში იყიდება. უშუალოდ სტადიონის სალაროებში კი მათი რეალიზაცია 9 მარტიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები