„მანახე რა შეგიძლია
Aa
Aa

„მანახე რა შეგიძლია" - ვან ბასტენმა ზლატანთან შეხვედრა გაიხსენა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარკო ვან ბასტენმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. ვან ბასტენმა Corriere della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად, „იბრას" შესახებაც ისაუბრა.

„აიაქსში მთავარი მწვრთნელის სტატუსით დავბრუნდი და იქ ერთი ბიჭი იყო, რომელმაც ჩემი პროვოცირება გადაწყვიტა. მან ბურთი გადმომიგდო და მითხრა: „შენ ვან ბასტენი ხარ, მანახე რა შეგიძლია". მაშინ კოჭი საშინელ მდგომარეობაში მქონდა და ვერაფერს გავაკეთებდი. იცით, ის ბიჭი ვინ იყო? დარწმუნებული ვარ, ხვდებით ვისზე ვსაუბრობ. მისი სახელი ზლატანი გახლავთ, გვარი კი იბრაჰიმოვიჩი".

ვან ბასტენმა „მილანში" გატარებული პერიოდის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „მილანში ყოფნისას თავს ოჯახის ნაწილად ვგრძნობდი. თქვენ იხილეთ როგორ დავიბადე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. თქვენ იხილეთ როგორ გავიზარდე და სამწუხაროდ ჩემი დასასრულიც იხილეთ".

შეგახსენებთ, რომ ვან ბასტენმა „როსონერისთან" ერთად „სკუდეტო" სამჯერ მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები