ფიური მანჩესტერის დასახმარებლად - იუნაიტედმა ბოშათა მეფე ბაზაზე მიიწვია
Aa
Aa

ფიური მანჩესტერის დასახმარებლად - იუნაიტედმა ბოშათა მეფე ბაზაზე მიიწვია

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედმა" WBC-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ტაისონ ფიური კერინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მიიწვია. „წითელ ეშმაკებს" სურთ „ბოშათა მეფემ" ფეხბურთელებთან საკუთარ ცხოვრებაზე და იმ გზაზე ისაუბროს, რომელიც მან 2015 წლიდან, უაილდერთან გამართულ მეორე ორთაბრძოლამდე გაიარა.

„მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი თვლის, რომ ფიურის გასაოცარი ისტორია „იუნაიტედის" მოთამაშეებს დაეხმარება და მათ შთააგონებს, რომ არასდროს დანებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, ფიურის სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და მან 32 თვე საყვარელი საქმიანობისგან შორს გაატარა.

ამ პერიოდში ფიური მენტალურ პრობლემებსა და დეპრესიას ებრძოდა. „ბოშათა მეფე" რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და წონაშიც მოიმატა, თუმცა 2018 წლის ივნისში რინგს დაუბრუნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, დეონტეი უაილდერთანაც იჩხუბა. როგორც იცით, პირველი ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, მეორე შერკინებაში კი ბრიტანელმა მოკრივემ დამაჯერებლად იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები