Gazzetta dello Sport:
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: "რომა" "რეალის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა...

რეიტინგული იტალიური სპორტული გამოცემის, Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" განაპირა მცველი, ნაჩო ფერნანდესი "რომაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 

ოთხშაბათს ღამით, ნაჩოს აგენტი, ხოსე სეგუი, რომაელთა მესვეურებს შეხვდა და როგორც იწერება, მხარეებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"ჯალოროსი" ნაჩოს იჯარის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს გადაიხდის და "რეალს" 1 წლის შემდეგ მისი 15 მილიონად გამოსყიდვის საშუალება ექნება. 

26 წლის ფეხბურთელი, ახალ კლუბში ხელფასის სახით, წელიწადში 2 მილიონ ევროს აიღებს. 

ნაჩო "რეალის" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება. ამ დროის მანძილზე, მან "სამეფო კლუბის" მაისურით 53 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის შესახებ, უახლოეს საათებში გამოცხადდება. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები