იტალიის ჩემპიონატის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

იტალიის ჩემპიონატის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

La Nazione-ს ცნობით იტალიის სერია ც-ს ერთ-ერთ ფეხბურთელს კონორავირუსი დაუდგინდა. მოთამაშის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებენ, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელი სიენას პროვინციის ერთ-ერთ კლუბში ასპარეზობს.

იტალიური პრესის ცნობით მოთამაშემ მატჩამდე დისკომფორტი იგრძნო, მას მაღალი ტემპერატურა დაუდგინდა, შემდეგ კი ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამჟამად ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობის პროცესს აგრძელებს.

შეგახსენებთ, უეფას ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ევას განცხადებით თუ ვითარება გაუარესდება, გარკვეული საფეხბურთო მატჩების გადადება დღის წესრიგში დადგება. ასევე, ვითარების დამძიმების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა გარკვეული ვადით გადაიდოს. მიშელ ევა ამ თემაზე ''როიტერს'' ესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 ქვეყანა უმასპინძლებს. ტურნირის პირველი მატჩი რომში გაიმართება, იტალიაში ევროპის მასშტაბით კორნავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც სერია ა-ს მატჩების გადადება განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები