უარი მან. იუნაიტედსა და ბარსას - ვერნერისთვის პრიორიტეტული ლივერპულია
Aa
Aa

უარი მან. იუნაიტედსა და ბარსას - ვერნერისთვის პრიორიტეტული ლივერპულია

Sun-ის ცნობით ტიმო ვერნერის გადაბირებითვის ბრძოლაში ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ''ბარსელონა'' ჩაერთვნენ, თუმცა გერმანელი ფორვარდისთვის პრიორიტეტული ''ლივერპულია.'' theathletic-ის ცნობით ფეხბურთელმა ''მან. იუნაიტედსა'' და ''ბარსელონას'' უარით უპასუხა, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ''მერსისაიდულ'' კლუბში გადასვლაზე ფიქრობს.

ბრიტანული მედიის ცნობით ტიმო ვერნერის გამოსასყიდი თანხა 51 მილიონი ფუნტი სტერლინგია. გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშესა და ''ლივერპულს'' შორის შეთანხმების მიღწევა აპრილამდეა მოსალოდნელი.

''ლივერპულიდან'' შერდან შაჩირისა და ადამ ლალანას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, რაც ვერნერის ინგლისურ კლუბში გადასვლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ჩემპიონთა ლიგაზე ''ტოტენჰემთან'' მატჩის შემდეგ ვერნერმა Sky Sports-თან ისაუბრა:''ლივერპულში'' მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი მუშაობს. ბევრი ფაქტორი არსებობს რატომაც შესაძლებელია, რომ ჩემი სტილის ფორვარდი ''ლივერპულს'' კარგად მოერგოს, მაგრამ ახლა ამ თემაზე არ ვფიქრობ.''

მას შემდეგ რაც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სურვილი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე რეალობად ვერ იქცა და ნორვეგიელმა კარიერა ''დორტმუნდში'' გააგრძელა, ''წითელი ეშმაკების'' მთავარი მწვრთნელისთვის, ოლე გუნარ სულშერისთვის უპირველესი სამიზნე ''ლაიფციგის'' ფორვარდია. ნორვეგიელ სპეციალისტს გუნდის ლიდერად ვერნერი ესახება.

კატალონიაში ლუის სუარესის შემცვლელზე ფიქრობენ, თუმცა არა დროებითზე, არამედ თავდამსხმელზე, რომელიც ურუგვაელის ადგილს რამდენიმე სეზონი დაიკავებს.

23 წლის ტიმო ვერნერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 27 გოლი შეაგდო. მან 2 გოლი გერმანიის თასზე გაიტანა, 4 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება ბუნდესლიგას, 23-ე ტურში ''შალკე'' შინ ''ლაიფციგთან'' 0:5 განადგურდა. სტუმართაგან მეორე გოლი ვერნერმა შეაგდო. საერთო ჯამში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები