ვეტერანი მორაგბე კახა ალანია -
Aa
Aa

ვეტერანი მორაგბე კახა ალანია - "მგონი, დადგა დრო, ყველა დავფიქრდეთ"

ქართული რაგბის ლეგენდამ კახა ალანია სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომლითაც არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ალანია ასევე ძველ ისტორიებს იხსენებს და რაგბის ოჯახს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ძმებო! მე მგონი, დადგა დრო რომ დავფიქრდეთ. ყველა ძვირფასი ხართ ჩემთვის და მაგრად მიყვარხართ. ჯერ დავიწყებ პრეზიდენტობის კანდიდატებით:

1) პირველ შეკრებაზე რომ წავედი ცხოვრებაში გოჩასთან ერთად ვიყავი, პატარები და დიდები ერთად ვიყავით და ფაქტიურად თამაში რაც დავიწყე იმ დღიდან ვიცნობ, მერე გახდა ადვოკატი და ბევრს დაუდგა გვერდში ვისაც დაჭირდა მისი დახმარება, ყველამ ვნახეთ მისი გვერდში დგომა, ძმობაში არასდროს არ შეშლია. პარალელურად რაგბის მხარდამჭერთა ლიგა, მათი პირველი ჟურნალი რაგბი. დაუწერა წესდება.

2) პირველი ფოტო გაზეთში რომ მოხვდა ჩემი, 14 წლის ვიყავი და ბოჭვას ბაჩო მიკეთებს(ეგ ფოტო მიდევს),32 წლის წინ. ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, გამოცლილი ვისკის ბოთლები, დევები, ერთად საქმის კეთება.

3) პირველად რომ მსოფლიოზე გავედით 2 წლიანი ციკლი იყო, მე და აბუ 90% პროცენტი ერთ ნომერში ვცხოვრობდით, ვიღაცისთვის პაესტკა იყო საფრანგეთში 2 თვიანი შეკრება, სადაც უფანჯრო ნომრებში ვცხოვრობდით ან მონპელიეს უნვერსტიტეტის საერთო საცხოვრებელში, არ ვწუწუნებდით და ერთმანეთი გაგვქონდა, ყოველ დილით თბილისში აბუ გამომივლიდა, ავთოსთან სირბილი, ლექსოსთან სირბილი, მიზანს ერთად მივაღწიეთ. გავედით პირველად მსოფლიოზე!

პირველად 14 წლისამ ვითამაშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე, ის ბიჭები, ძველი თაობა, მაგათაც ვეკუთვნი, ერთად გვაქვს მოვლილი ქვეყანა და უამრავი ფათერაკი გადაგვხდენია. გავიხსენოთ, როგორ გაგვქონდა ერთმანეთი. ბევრი ისეთი ამბავია, რომ მოვყვე, მაინც არ დამიჯერებენ.

ვიყავი სამედიცინოს პატარებში,მერე 13 წლისამ პირველად ვითამაშე სამედიცინოში, სტამბულა, ბოქლომა, სეროფა, გამშო, იოგა, ბუბა, სოჩიკა და ბევრი მაგარი ბიჭი. პარალელურად მთაში სიარული!

მერე სამედიცინოს და შევარდენის გაერთიანება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მიმინო, სკა და გელათი, 1 ლიგაში. რა ძმობა გვქონდა.

პარალელურად 73/74 წლიანებს ვემატებოდი ივერიას, ბევრი ტურნირი, ბევრი მაგარი ძმა. მერე ლოკომოტივი 94-2005.

ჩემპიონობა, წაგება, ვაგონში ცხოვრება, ურეკში უფანჯრო კოტეჯებში 1 თვიანი შეკრება,19-20 წლისები ვიყავით უმრავლესობა.

შეკრებაზე ბენდოს წაკითხული გერმანელის მონანიება კრებაზე, წინა თამაშზე ვერ ვიყოჩაღეთ და როგორ გვასწავლა თვითკრიტიკა. ისტორიები მილიონი და ყველა მაგარი!

გუმარი, თბილის (ლოკო), ყოჩები, აია, რუსთავი. თამაშებზე ხოცვა, მერე რას ვშვებოდით გაიხსენეთ. დღეს ჩემი საყვარელი ხალხი, ნაწილი იქით, ნაწილი აქეთ.

ზურა ნოზაძე, პაატა სვანიძე, ნიკა დევდარიანი, კოკა კლდიაშვილი, ემზარ სულაქველიძე, თამაზ ხუადე, გია გიუნაშვილი, აჩიკო კობახიძე, ხულიგანა, ბურძგლა, დათო კილასონია, ვაჟა კვარაცხელია, ნუგზარ ძაგნიძე, ტყუპი წიკლაურები და ბევრი კიდევ მაგარი ბიჭი, სამწუხაროდ, იმდენი წავიდა, რომ ვიღაც გამომრჩება. როგორ გვატკინეს გული, როგორ გვენატრებიან.

წარმოიდგინეთ ერთად გატარებული დღეები და რომელიმე მათგანისათვის სიკვდილის წინ რომ გვეწყენინებინა, მთელი ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად უნდა გვქცეოდა. იგივე შეიძლება მოხდეს, მოკვდავები ვართ. ეს გახსოვდეთ.

ერთმანეთს აღარ ვაწყენინოთ, ნუ გავლანძღავთ, წაქცეული წამოვაყენოთ, ვინმეს თუ შეეშალა რამე, ვაპატიოთ. დღეს ზოიამ (ზურა ბოდიში შეუთანხმებლად რომ ვწერ) ბობას აპატია, ბობამ ზურას. ჩემი ძმები ხართ და მაგრად გამახარეთ!

რამდენ გუნდში ვითამაშე, რამდენ ბიჭთან ერთად, ეს მარტო რაგბი ხომ არ არის, ერთად გავიარეთ ეს ცხოვრება. რაგბზე სტამბულამ მიმიყვანა, ლოკომოტივში ცხონებულმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა გოჩა აბაშიძემ (გარდაცვლილი). სამაგალითო კაცი, პრეზიდენტიც იყო, მსაჯიც, დავთრებსაც ავსებდა, ყველაფერი ერთად იყო.

პირველი მწვრთნელი ირაკლი იმნაძე, მასთან ერთად გივი ავლასტიმოვი, ემზარ სულაქველიძე, რეზო ჩხეიძე (მის სულს ვენაცვალე), ლევან მგელაძე, ჩემი კურკა, დიდი ბარათა, სტუდენტური ნაკრები, რამაზ სანებლიძე. ლაშა გეგენავა (როგორ დავკარგეთ უდროოდ), ცუნცულა.

პირველი ეროვნული, ბენდო, დუგლასა. მერე ბურძგლა და დათო კილასონია. სეროფას კერვა. (15-20 ნაკერი მინიმუმ) ფანატიკოსი ზალიკო, გულშემატკივრები (ლოკოს ფანი წეველიძე). რამდენი ხალხი, რამდენი სიხარული, რამდენი ტკივილი.

ჩემი ძმაკაცები ვინც ხართ, უამრავი შეძენილი ძმა მყავხართ, იცით ყველამ კარგად, საბედნიეროდ, ბევრი ხართ, მაგრამ აქეთ-იქით.

7კაცა გამომრჩა, ვიგებდით, ვაგებდით, გვიყვარდა ერთმანეთი. სანამ ტალახს შევაყრით ერთმანეთს, გაიხსენეთ ყველამ სად დავიწყეთ, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. შეგვიძლია დაჯდომა, შეგვიძლია დალაგება, სირცხვილია. 92-ში 200-300 მოთამაშე დავრჩით, ეგეც გაიხსენეთ.

არ ვარ სტატუსების კაცი, მე მგონი პირველი სტატუსია და, არა მგონია, კიდევ დავწერო. ქაოსურია, ღამეა, მეძინება, მიტყდება. გავერთიანდეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები