Aa
Aa

ოპერაცია და სეზონის ბოლომდე უაზარობა? - რეალი ექიმების დასკვნას ელოდება

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, ედენ აზარს დაშავებულ ფეხზე, შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება მოუწიოს.

როგორც გამოცემა წერს, ბელგიელს ფეხის ძვალზე აქვს დაზიანება, რასაც ექიმები კვირის ბოლომდე დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, აუცილებელია თუ არა ქირურგიული ჩარევა.

თუკი ოპერაცია ჩატარდა, აზარი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და არც ისაა ფაქტი, რომ „ევრო 2020“-მდე მომჯობინებასა და ფორმის დაბრუნებას შეძლებს.

29 წლის ვარსკვლავმა ნოემბრის შემდეგ პირველად 16 თებერვალს ითამაშა, გასულ უქმეებზე კი „ლევანტესთან“ მატჩისას ისევ დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები