Bild:
Aa
Aa

Bild: "სიტი" ბუნდესლიგის ვარსკვლავს შეუთანხმდა!

მეტად საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს გერმანული გამოცემა Bild, რომელიც წერს, რომ პეპ გვარდიოლას ინიციატივითა და პირადი ჩართულობით, "მანჩესტერ სიტი", "შალკეს" უპერსპექტიულეს შემტევს, ლეროი სანეს, კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. 

ცნობილია ისიც, რომ 20 წლის სანე, რომელიც "ევრო 2016"-ზე გერმანიის ღირსებას იცავდა, "ქალაქელებთან" 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. სატრანსფერო თანხად კი, 42 მილიონი ევრო სახელდება.

სანემ ბუნდესლიგის გასულ სეზონში, 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 8 გოლისა და 6 საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. 

იგი "სიტის" მეხუთე საზაფხულო შენაძენი იქნება. აქამდე "ეტიჰედზე", ნოლიტო, ილქაი გიუნდოგანი, ოლექსანდრ ზინჩენკო და აარონ მოი გადაბარგდნენ. 

 

მომზადებულია dailystar.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები