Aa
Aa

"გილოცავთ, ნიკოლოზ" - ATP-მ ბასილაშვილს დაბადების დღე მიულოცა

მამაკაცთა ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაცია ATP-იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაბადების დღე "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის საშუალებით მიულოცა.

"შემოგვიერთდით, ერთად ვუსურვოთ ბედნიერი დაბადების დღე ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს! გილოცავთ, ნიკოლოზ!" - წერს ATP-ს ოფიციალური გვერდი.

ქართველი ჩოგბურთელი 23 თებერვალს 28 წლის გახდა. მას ATP-ს პროფესიონალურ კარიერაში 3 ტიტული აქვს მოგებული - ორი ჰამბურგში, ერთი კი პეკინის ტურნირზე. სამივე გათამაშება 500-იანთა კატეგორიისაა.

ბასილაშვილი მიმდინარე კვირას დუბაის 500-იან ტურნირში ჩაერთვება და პირველ წრეში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისს დაუპირისპირდება. 

ნიკამ დღეს გამოქვეყნებულ განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილით ქვემოთ ჩაინაცვლა და 29-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები