Aa
Aa

"არჩევნებს ამიტომ არ დავესწრები" - რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის პროტესტი

დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებარამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიტატმა, ბაჩო ხურციძემ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, დღეს იმართება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. სამწუხაროდ, რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, რაგბიზე ზრუნვა მთლიანად გვერდზე გადადო და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით არჩევნებში გამარჯვებისთვის დაიწყო მზადება.

ერძოდ, დაკავებული იყო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად კლუბების ხელოვნურად შექმნით, მისი მომხრე კლუბებისთვის პრემიალური ხმების დაუსაბუთებლად მინიჭებით... რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვე დაუსაბუთებელი ხმების გაუქმება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარებულიყო, თუმცა ჩემი ეს მოთხოვნა სრულიად იგნორირებულ იქნა, ამის გამო არ ვაპირებ დღევანდელ არჩევნებზე დასწრებას.

მადლიერება მინდა გამოვთქვა იმ კლუბების მიმართ, რომლებმაც მართლაც გულწრფელად გამომიცხადეს მხარდაჭერა და მოვუწოდო, დღეს გასამართ არჩევნებზე თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება!

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ვისაც გჯეროდათ ჩემი და გვერდში მედექით! ასევე მადლობა ყველას ვინც ჩემი გამოსვლები და სტატიები მოიწონეთ, გააზიარეთ, ან, თუნდაც, არ დაიზარეთ, ნახეთ და წაიკითხეთ.

ყველაფერი წინ არის!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები