ხარაიშვილმა სეზონის პირველივე მატჩში გაიტანა
Aa
Aa

ხარაიშვილმა სეზონის პირველივე მატჩში გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა სეზონის პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. შვედეთის თასის 2020 წლის სეზონის პირველ რაუნდში ''გიოტებორგმა'' ''ვესტეროსი'' 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი ხარაიშვილმა გახსნა.

23 წლის ნახევარმცველი შვედურ კლუბში მესამე სეზონს იწყებს. ხარაიშვილი როგორც ''გიოტებორგის,'' ასევე ზოგადად შვედეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მის ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია და შესაძლოა ზაფხულში ხარაიშვილი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბში ვიხილოთ. ამ თემაზე ფეხბურთელმა CrystalSport-თან გასულ თვეში ისაუბრა.

გასულ სეზონში ''საბურთალოს'' აღზრდილმა შვედეთის უმაღლეს ლიგაში 28 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები