ყოფილმა მორაგბემ მეუღლე და სამი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
Aa
Aa

ყოფილმა მორაგბემ მეუღლე და სამი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა. ყოფილმა მორაგბემ როუან ბაქსტერმა მეუღლე და სამი შვილი მოკლა.

ბაქსტერმა მანქანას ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა, რომელშიც მისი ყოფილი მეუღლე და სამი შვილი იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც როუანმა დანით თავი მოიკლა.

''ავსტრალიელები მთელი ქვეყნის მასშტაბით შოკირებულნი, დამწუხრებულნი და განადგურებულნი ვართ'' - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა.

გასულ წელს ჰანა ბაქსტერი, იგივე ჰანა კლარკი მეუღლეს, როუან ბაქსტერს გაშორდა. როგორც ჰანას მეგობარი ავსტრალიურ მედიასთან საუბარში აცხადებს, წყვილს შორის პრობლემები ქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო, რაც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. 

განქორწინების შემდეგ ჰანა და როუანი ბავშვების მეურვეობის საკითხს განიხილავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები