Aa
Aa

"ყველაფერი ძალიან უცნაურია", - მესის პირველი კომენტარი ახალ სკანდალზე

ამჟამად „ბარსელონაში“ რთული სიტუაციაა. Cadena SER-ის მიერ გავრცელებული სკანდალური დოკუმენტების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ვითარების განმუხტვას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით რაიმეზე გადაჭრით საუბარი ადრეა.

ამ ხმაურიან თემაზე თავისი პირველი კომენტარი გააკეთა ლეო მესიმ, რომელმაც Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

სოციალური მედიის სკანდალზე სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ. როცა ეს გავიგე, იმ დროს ვმგზავრობდი. პრეზიდენტი გვესაუბრა და ზუსტად ის გვითხრა, რაც მან პრესას განუცხადა.

უცნაურია, რომ ასეთი რამ ხდება. ისინი ამბობენ, რომ მტკიცებულებები აქვთ და მათ წარადგენენ. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ სიმართლეა, თუ არა. ახლა ამ თემაზე მეტად ვერ ვისაუბრბეთ. ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია“.

აღსანიშნავია, რომ მესიმ პრესასთან საუბრისას ბართომეუს მხარდაჭერა არ გამოუცხადა. მეტიც, ლეომ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და სამხილების გასაჯაროებას ელოდება. ეს ყველაფერი გუნდში არსებულ არეულ გარემოზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა ნდობას და რეპუტაციას ყოველდღიურად კარგავს.

მესიმ საუბარი მისი მომავლის შესახებ განაგრძო და ასევე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებასაც შეეხო:

„მე არ შემიძლია, რომ გუნდის დატოვებაზე ვიფიქრო. თუ, კლუბის სურვილი იქნება რა თქმა უნდა დავრჩები. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო და განვაგრძო გამარჯვებები ლა ლიგაში.

თუ, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, უნდა გავძლიერდეთ და განვითარება განვაგრძოთ. დღეისთვის ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები