დიდი ცვლილებები
Aa
Aa

დიდი ცვლილებები "მილანში" - გუნდს ახალი სეზონიდან რალფ რანგნიკი გაწვრთნის

„მილანი“ ახალი სეზონისთვის დიდ ცვლილებებს გეგმავს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ „როსონერიმ“ 61 წლის გერმანელ სპეციალისტთან რალფ რანგნიკთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

2020-21 წლების სეზონიდან რანგნიკი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი არა მხოლოდ გუნდს გაუძღვება, არამედ ის გადაწყვეტს თუ ვის შეიძენს კლუბი სატრანსფერო ბაზარზე.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დაკავებულ თანამდებობებს დაემშვიდობებიან პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი, რომელბიც თავიანთ მოვალეობას არც ისე დამაჯერებლად ასრულებდნენ.

რალფ რანგნიკი ბოლოს „ლაიპციგს“ წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად იმუშავებს.

რაც შეეხება „მილანს“, გუნდი ამჟამად სერია ა-ში 24 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. „როსონერის“ ამჟამად იტალიელი სტეფანო პიოლი წვრთნის, რომელიც როგორც უკვე ვიცით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები