ქეცბაიამ ანანიძე სასტარტოში დააყენა -
Aa
Aa

ქეცბაიამ ანანიძე სასტარტოში დააყენა - "ანორთოსის" ფრე კვიპროსის თასზე

კვიპროსის თასზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „სალამინას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

61-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, „ანორთოსისმა“ კი წონასწორობის აღდგენა 84-ე წუთზე მოახერხა.

ამ გუნდებს შორის მატჩი სამი დღის წინ ჩემპიონატშიც შედგა, რომელიც „ანორთოსისმა“ 3:2 მოიგო.

ფამაგუსტელთა რიგებში 90 წუთი ითამაშეს გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ. აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძემ მატჩი სასტარტოში პირველად დაიწყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ბუბა დაუშვილს კი დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები