ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ჩელსი" ბრაზილიელ ვარსკვლავს საბოლოოდ შეუთანხმდა!

ლონდონის "ჩელსიმ", როგორც იქნა, თავის ბრზილიელ ლიდერთან, ვილიანთან ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა და ხელშეკრულებასაც ბეჭედი დაესვა. 

სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა, რომლის გადაყვანაც ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედში" სურდა, გუშინ "ლურჯებთან" ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ბევრის ოცნებაა, რომ იყოს "ჩელსის" წევრი და მას ტიტულების მოგებაში დაეხმაროს". - განუცხადა "არისტოკრატების" ოფიციალურ საიტს ვილიანმა, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები