ფიური თუ უაილდერი? ტაისონის, ჰეის, მაკრეგორისა და სხვების პროგნოზები
Aa
Aa

ფიური თუ უაილდერი? ტაისონის, ჰეის, მაკრეგორისა და სხვების პროგნოზები

23 თებერვალს ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის მეორე ორთაბრძოლაა ჩანიშნული. მძიმე წონით დივიზიონში მოასპარეზე მებრძოლების ჯახზე დიდი ავანსებია გაცემული. ბუკმეიკერების ფავორიტი დეონტეი უაილდერია, თუმცა ცნობილი მებრძოლები უპირატესობას ფიურის ანიჭებენ.

მაიკ ტაისონი

„ტაისონ ფიურისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება იოლი საქმე არაა. გაბარიტების მიუხედავად, ის მოუხელთებელი მებრძოლია. ბრიტანელი საკმაოდ მოქნილია და თავს შესანიშნავად ამოძრავებს. უაილდერისა და ფიურის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. ორივე მათგანს რაღაც აქვს დასამტკიცებელი, თუმცა პირადად მე მინდა ტაისონ ფიურიმ გაიმარჯვოს".

დევიდ ჰეი

„ფიურიზე საუბრისას რატომღაც ბევრს ავიწყდება ჭრილობა, რომელიც მან ბოლო ორთაბრძოლისას მიიღო. დარწმუნებული ვარ უაილდერთან ეს ჭრილობა ხელახლა იჩენს თავს და როგორც კი ფიურის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება, „ჯიპსი კინგი“ უაილდერის უძლიერეს დარტყმას ვეღარ აირიდებს".

კონორ მაკგრეგორი

„საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველის. დეონტეი ძლიერი მოკრივეა, თუმცა თუ ფიური თავის სტილში იჩხუბებს, აუცილებლად გაიმარჯვებს".

ფრენკ უორენი

„დარწმუნებული ვარ ფიური ნოკაუტით გაიმარჯვებს".

ენტონი ჯოშუა

„უაილდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ მეტოქეს დაანოკაუტებს. ფიური კი მსაჯების იმედადაა. ტაისონი მაღალი დონის მოკრივეა და დეონტეიმ ის სათანადოდ თუ არ დააფასა, სერიოზული პრობლემები შეექმნება".

პოლი მალინაჟი

„შეძლებს უაილდერი ფიურის ჯებთან გამკლავებას? შეძლებს უაილდერი მოუხელთებელი ტაისონ ფიურის მოძრაობებთან გამკლავებას? ჩემი აზრით დეონტეი საჭირო ცვლილებებს ვერ გაატარებს. ამიტომ ვფიქრობ პირველი ორთაბრძოლის მსგავს დაპირისპირებას ვიხილავთ, ოღონდ ამჯერად მსაჯები გამარჯვებას ფიურის მიაკუთვნებენ".

ცხელი ამბები