Aa
Aa

"ჩელსის" 2 ფავორიტი - ჟოაო მარიო და კანტე

ბრიტანული სპორტული სააგენტო skysports, ასახელებს ტოპ კლასის 2 ნახევარმცველს, რომელთა ტრანსფერებზეც "ჩელსი" აქტიურად მუშაობს და მათი "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლა ძალიან რეალურია. 

საქმე ეხებათ, პორტუგალიელ ჟოაო მარიოსა და ფრანგ ნ'გოლო კანტეს. უნდა ვთქვათ, რომ "ლესტერის" შუა ხაზელის "გაჩელსელებას" პრაქტიკულად, აღარაფერი უკლია. "ლურჯების" რიგებში გადასვლის სურვილი, თავად ფეხბურთელმაც გამოთქვა. 

რაც შეეხება ჟოაო მარიოს, მის სანაცვლოდ ლონდონელები 40 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ, რაზეც ლისაბონის "სპორტინგი", ალბათ უარს ვერ იტყვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 23 წლის პორტუგალიელის საკუთარ ბანაკში ხილვა, არაერთ ევროპულ გრანდს სურს. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები