ვერცხლი და ბრინჯაო რომიდან! - ლომთაძის დასანანი მარცხი და კენჭაძის ლამაზი გამარჯვება
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო რომიდან! - ლომთაძის დასანანი მარცხი და კენჭაძის ლამაზი გამარჯვება

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ქართველი ფალავანი რუსს ალექსანდრ გოგომოევს დაუპირისპირდება და დასანანი მარცხი განიცადა.

 

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ნახევარფინალში ბექა ლომთაძემ აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. ქართველი ვალიზადასთან აგებდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ფინალში ასპარეზობის უფლება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი სპორტსმენის უპირატესობა ძალიან აშკარა იყო, მან მოლდოველი კოლესნიკი დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლომთაძემ მეოთხედფინალში გასვლამდე იდენტური ანგარიშით იმარჯვა, მან რუმინელ ოხლოპკოვს შანსი არ დაუტოვა - 10:0. 

2019 წელს ბექა ლომთაძემ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ლომთაძემ ნავსი ვერც ამჯერად გატეხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატზე 74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ დამამშვიდებელ წრეში ესპანელი დიასი დაამარცხა და შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ბულგარელი კიროვი 10:0 გაანადგურა. ასე რომ ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო კენჭაძემ ქომაგები ბრინჯაოთი გაახარა.

 

ცხელი ამბები