2 რეკორდი! დვალიშვილმა UFC-ში ისტორიული შედეგი დააფიქსირა
Aa
Aa

2 რეკორდი! დვალიშვილმა UFC-ში ისტორიული შედეგი დააფიქსირა

16 თებერვალს UFC Fight Night 167-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი 3 რაუნდში სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და ბოლო სამი ბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მერაბ დვალიშვილს ამერიკელ მეტოქესთან ჯახისას ჯამში 12 გდება დაუგროვდა და სუპერმსუბუქ დივიზიონში ახალი რეკორდიც დაამყარა! დღემდე საუკეთესო შედეგი 11 გდება იყო, რომელიც აქამდე თავად დვალიშვილს, ფრენკი საენსს, მონტელ ჯექსონსა და ბრეტ ჯონსს ჰქონდათ დაფიქსირებული.

დვალიშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. 10+ გდება 2 ან მეტ შეხვედრაში. ქართველმა მებრძოლმა თავისი შედეგით UFC-ის ისტორიაში ისეთი სპორტსმენების გვერდით დაიკავა ადგილი, როგორებიც ჟორჟ სენ-პიერი, დემეტრიუს ჯონსონი და კოლბი კოვინგტონი არიან.

აქვე გეტყვით, რომ ქეისი კენი რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დვალიშვილი ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგს საგრძნობლად გაიუმჯობესებს და საუკეთესო თხუთემეტეულის წევრი გახდება.

ცხელი ამბები