პირველი მედალი! - სტაბილური ოდიკაძე და დამსახურებული ბრინჯაო
Aa
Aa

პირველი მედალი! - სტაბილური ოდიკაძე და დამსახურებული ბრინჯაო

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ოდიკაძემ აზერბაიჯანელი გაჯიევი დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს მედალი მოუტანა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს პირველი მედალი ოდიკაძემ მოუპოვა.

 

რაც შეეხება განვლილ გზას, 97 კგ. წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ პირველ მატჩში სომეხ სარგის ჰოვსეპიანთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა 1/4 ფინალში ბელარუს ძიანის ხრამიანკუსთან უმძიმესი შეხვედრის გადატანა მოუწია. ელიზბარი თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დრამატული ბოლო წუთების ჯერი დადგა. ქართველმა გდება შეასრულა და საბოლოოდ მისი გამარჯვება ჩელენჯის გამოყენების შემდეგ დაადასტურეს.

ოდიკაძე ნახევარფინალში სუპერტიტულოვან რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, თუმცა დასანანი მარცხი განიცადა.

ცხელი ამბები