Aa
Aa

ბრწყინვალე სვლა გრძელდება! გენო პეტრიაშვილი ფინალშია!

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დიდი უპირატესობით რუსი ციჟიპოვი 11:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ხოციანივკის 7:2 სძლია. ქართველმა უკრაინელს შანსი არ დაუტოვა.

ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა და ხვალ, 16 თებერვალს ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში პეტრიაშვილი პოლონელ რობერტ ბარანს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ფინალში გამოსვლის უფლება ასევე მოიპოვა ბექა ლომთაძემ, ხოლო ირაკლი მწითური ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ცხელი ამბები