Aa
Aa

მწითურის დასანანი მარცხი: ქართველი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის ირაკლი მწითურს ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. 92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ნახევარფინალში თურქ კარადენისთან დამარცხდა და მესამე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ირაკლი მწითურმა მძიმე ბრძოლაში, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში მოლდოველი გიორგი რუბაევი 7-5 დაამარცხა. 

ფინალური შეხვედრები და მესამე ადგილისთვის ბრძოლები ხვალ, 16 თებერვალს გაიმართება.

ცხელი ამბები