Aa
Aa

არის პირველი ფინალი! ლომთაძემ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბექა ლომთაძეს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ქართველი ფალავანი რუსს ალექსანდრ გოგომოევს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში ბექა ლომთაძემ აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. ქართველი ვალიზადასთან აგებდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ფინალში ასპარეზობის უფლება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართველი სპორტსმენის უპირატესობა ძალიან აშკარა იყო, მან მოლდოველი კოლესნიკი დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლომთაძემ მეოთხედფინალში გასვლამდე იდენტური ანგარიშით იმარჯვა, მან რუმინელ ოხლოპკოვს შანსი არ დაუტოვა - 10:0. 

2019 წელს ბექა ლომთაძემ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად ქართველს ნავსის გატეხვისა და ოქროს მედლის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს.

შეგახსენებთ,  28 წლის ბექა ლომთაძე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია!

ცხელი ამბები