პეტრიაშვილის და მწითურის გამარჯვებები! 3 ქართველი ნახევარფინალში
Aa
Aa

პეტრიაშვილის და მწითურის გამარჯვებები! 3 ქართველი ნახევარფინალში

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დიდი უპირატესობით რუსი ციჟიპოვი 11:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ხოციანივკის შეხვდება.

ირაკლი მწითურს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. 92 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალურ სტადიაზე ირაკლი მწითურმა მძიმე ბრძოლაში, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში მოლდოველი გიორგი რუბაევი 7-5 დაამარცხა. ქართველი ფალავანი ნახევარფინალში თურქ კარადენიზს დაუპირისპირდება.

პეტრიაშვილისა და მწითურის გარდა ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი ფალავანი გავიდა. თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხელი ამბები