ქართველი ევროპელ ტალანტებს შორის: დავითაშვილი, ანსუ ფატი, მარტინელი და სხვები
Aa
Aa

ქართველი ევროპელ ტალანტებს შორის: დავითაშვილი, ანსუ ფატი, მარტინელი და სხვები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის კონტინენტის 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც შესაძლოა 2020 წელს სახელი წარმატებული თამაშით გაითქვან.

50 საუკეთესო ტალანტს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატი დატოვა და რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბს შესანიშნავად მოერგო, რასაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მოჰყვა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდი ასევე აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილის მამა ყოფილი ფეხბურთელია. სულიკო დავითაშვილი, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, თბილისის ''მერანის,'' თბილისის ''ლოკომოტივის,'' ქუთაისის ''ტორპედოს,'' ბოლნისის ''სიონისა'' და ''ამერის'' ფეხბურთელი იყო.

გასულ წელს თბილისის ''ლოკომოტივიდან'' რუსულ კლუბში გადაბარგებულმა ტალანტმა პრემიერ ლიგის 15 მატჩში 1 გოლი შეაგდო. მისი გოლით ყაზანურმა გუნდმა ''ტამბოვი'' დაამარცხა.

50 ფეხბურთელს შორის რამდენიმე ცნობილი მოთამაშეა. მათ შორის არიან ჯონათან დევიდი, მეისონ გრინვუდი და ანსუ ფატი. ასევე, ლონდონის ''არსენალის'' ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ მარტინელი, რომელსაც ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ''საუკუნის ტალანტი'' უწოდა. 50 ტალანტს შორის ლონდონის ''არსენალის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი, ინგლისელი შემტევი ბაკაიო საკა ვიხილეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები