Aa
Aa

გუარდიოლა: "თუ, "რეალს" ვერ დავამარცხებთ, შესაძლოა დამითხოვონ"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების მოახლოებასთან ერთად საფეხბურთო სამყარო მასზე საუბარს იწყებს. Sky Sports-ი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს პეპ გუარდიოლას მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაზე გაესაუბრა და თან ლეო მესის შესაძლო შეძენაზეც ჰკითხა.

„თუ, ჩვენ მათ ვერ დავამარცხებთ, კლუბის მფლობელი შესაძლოა მოვიდეს და მითხრას - შენ საკმარისად კარგად ვერ მუშაობ და დათხოვნილი ხარ. არ ვიცი, ეს არის ის, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე და შესაძლოა ახლაც მოხდეს.

შესაძლოა სხვანაირად მოხდეს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგადაა, როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია? ეს არის ის, რასაც ისინი ჩემი მოსვლის დღიდან აკეთებენ - ცდილობენ გუნდი გააუმჯობესონ.

რატომ არის მესის ტრანსფერი გამორიცხული? იმიტომ, რომ მე „ბარსელონას“ დიდი ქომაგი ვარ. მე „ბარსელონა“ მიყვარს. ის გუნდში დარჩენას გეგმავს და მან ეს უნდა გააკეთოს, რომ კარიერა ამ საოცარ გუნდში დაასრულოს. ეს ჩემი სურვილია“.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „სიტის“ პირველი მატჩი 27 თებერვალს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები