Aa
Aa

"რამოს, მოკვდი" - ლა ლიგა "ოსასუნას" დასჯას აპირებს

ლა ლიგამ „ოსასუნას“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო და არაა გამორიცხული, კლუბი ფულადი ჯარიმით დაისაჯოს.

საქმე ისაა, რომ კვირას გამართული მატჩისას ფანები სერხიო რამოსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და 400-მდე ადამიანი, ერთობლივად, ფრაზას: „რამოს, მოკვდი“-ს ყვიროდა.

გარდა ამ შეძახილისა, გულშემატკივრები „რეალის“ კაპიტანს ბურთის მიღებისას უსტვენდნენ და მის მიმართ სხვადასხვაგვარ უწმაწურ სიტყვებს გამოიყენებდნენ.

რამოსმა „ოსასუნას“ 37-ე წუთზე გოლი გაუტანა, ასევე ერთ-ერთ ეპიზოდში ნავარელთა მოთამაშეს უხეშად ჩაარტყა, რაც მსაჯის ყურადღების მიღმა დარჩა და ქომაგებიც ამის გამო განსაკუთრებულად გაღიზიანდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეძახილები „ბეტისისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრისასაც ისმოდა, რასაც მოედანზე საგნების გადაყრის ფაქტიც დაემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები