Aa
Aa

ტუხელი: "ნეიმარმა შესაძლოა დორტმუნდთან ვერ ითამაშოს"

ნეიმარმა, შესაძლოა, „დორტმუნდთან“ გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩი გამოტოვოს.

ამის შესახებ „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი აცხადებს. გერმანელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„არ შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ იგი „დორტმუნდის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ჩვენ პარასკევს განვიხილავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ერთი რაც უდავოა, რისკს მოვერიდებით“.

ტუხელმა ეს კომენტარი „დიჟონთან“ გუშინდელი მატჩის შემდეგ გააკეთა. მისმა გუნდმა მეტოქე 6:1 გაანადგურა და საფრანგეთის თასის 1/2 ფინალში გავიდა.

პარიზელები უქმეებზე სტუმრად „ამიენს“ შეხვდებიან, „დორტმუნდთან“ კი პირველი შეხვედრა 18 თებერვალს, გერმანიაში უნდა ითამაშონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები