Aa
Aa

ლილარდმა ტრავმა მიიღო და ALL-STAR-ს გამოტოვებს

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა, დემიენ ლილარდმა „მემფისთან“ შეხვედრაში საზარდული დაიზინა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმა რა სიმძიმისაა, თუმცა მატჩის შემდეგ „დეიმ დოლამ“ განაცხადა, რომ ყველა ვარსკვლავის უქმეები მის გარეშე ჩაივლის.

„ოლ სტარის უიქენდს ყველა კალათბურთელი მოუთმენლად ელის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯანმრთელობა ყველაფერზე წინ დგას. ტრავმის მიღების მომენტშივე ვიცოდი, რომ ყველა ვარსკვლავის უქმეები ჩემ გარეშე ჩაივლიდა. მე ჩიკაგოში გავემგზავრები და ღონისძიებას დავესწრები, მაგრამ მონაწილეობას ვერ მივიღებ და ვერ ვითამაშებ. იმედი მაქვს, ჩემს ადგილს დევინ ბუკერი ან ის კალათბურთელი მიიღებს, რომელიც ოლ სტარზე მოხვედრას იმსახურებდა, მაგრამ ვერ მოხვდა“.

აქვე გეტყვით, რომ ლილარდმა ტრავმის მიღებამდე 20 ქულისა და 10 შედეგიანი გადაცემის გაფორმება მოასწრო. მისმა გუნდმა კი უშუალო კონკურენტთან, „გრიზლისთან“ 111-104 წააგო.

„პორტლენდი“ დასავლეთ კონფერენციაში მეცხრეა და ფლეიოფში მოსახვედრად იბრძვის. „მემფისთან“ მარცხის შემდეგ, „ბლეიზერსს“ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან გრიზლისს“ უკვე 3 მოგებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები