Aa
Aa

"ჩელსი" "აიაქსს" შეუთანხმდა - ზიეჩი ახალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს

„ჩელსიმ“ 2020-2021 წლების სეზონისთვის პირველი ტრანსფერი შეათანხმა. Telegraaf-ის ცნობით, „არისტოკრატებმა“ ამსტერდამის „აიაქსის“ ალჟირელი შემტევის ჰაკიმ ზიეჩის გადმობირება უკვე შეძლო.

ნიდერლანდური წყაროს თანახმად, ლონდონელები ამსტერდამელებს 45 მილიონ ევროს გადაუხდიან და 26 წლის გარემარბს გაიფორმებენ.

დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის ფასების გათვალისწინებით, „ჩელსიმ“ ზიეჩის დონის შემტევი საკმაოდ მისაღებ ფასად გადაიბირა.

ზოეჩი „აიაქსს“ 2016 წელს „ტვენტედან“ შეუერთდა. ის გუნდის ლიდერი მალევე გახდა. ამ მომენტისთვის ალჟირელის ანგარიშზე 159 შეხვედრაში 48 გოლი და 82 საგოლე გადაცემაა.

ზიეჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრის ჩატარება შეძლო, თავი 8 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ალჟირელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაოზე „ჩელსის“ ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე მატჩში მსაჯების შეცდომით მისი გუნდი დაიჩაგრა. თავად კი 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები