Aa
Aa

"იკერი პრეზიდენტობისთვის" - კასილიასი ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდა და დახმარება სთხოვა

გავლენიანი პირენეული გამოცემების ცნობით, იკერ კასილიასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ გადაწყვიტა.

მადრიდული Marca-ს გუშინდელი გამოცემის მთავარ გვერდზე სწორედ კასილიასი მოხვდა, შემდეგი წარწერით: „იკერი პრეზიდენტობისთვის“.

ლეგენდარული მეკარე უახლოეს პერიოდში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, რომლითაც საფეხბურთო კარიერის საბოლოოდ დასრულების შესახებ გამოაცხადებს და საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგენს.

იკერი ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს პირადად შეხვდა და საარჩევნო კამპანიაში დახმარება სთხოვა.

როგორც მადრიდული რადიო Cadena SER-ის გადაცემა El Larguero-ში გაჟღერდა, იკერმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ესპანეთის სპორტის ეროვნულ საბჭოს უკვე შეატყობინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე Marca-ს მიერ ჩატარებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში, კასილიასის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას მხარი ფანების 94%-მა დაუჭირა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 38 წლის ვარსკვლავის ერთადერთი კონკურენტი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები