Aa
Aa

უილიამსონის მიღწევა - ზაიონი ლეგენდებს გაუთანაბრდა

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ ამომავალი ვარსკვლავი, ზაიონ უილიამსონი NBA-ს ისტორიაში შევიდა და ლეგენდარულ კალათბურთელებს გაუთანაბრდა.  „პორტლენდთან“ მატჩში ზაიონმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და დიკემბე მუტომბოს შემდეგ, პირველი ახალწვეული გახდა, რომელმაც NBA-ში ჩატარებულ საწყის ცხრავე შეხვედრაში მინიმუმ 14 ქულის დაგროვება მოახერხა.

მუტომბომ ეს მიღწევა 1991-92 წლების სეზონში გაიფორმა. მანამდე კი მსგავსი შედეგი მხოლოდ პატრიკ იუინგსა და მაიკლ ჯორდანს ჰქონდათ დაფიქსირებული.

გარდა ამისა, NBA-ს ისტორიაში უილიამსონი მეექვსე თინეიჯერი გახდა, რომელმაც ზედიზედ 5 შეხვედრაში მინიმუმ 20 ქულა ჩააგდო. ზაიონი ლებრონ ჯეიმსს, კარმელო ენტონის, კაირი ირვინგს, ენდრიუ უიგინსსა და ლუკა დონჩიჩს გაუთანაბრდა.

როგორც მოგეხსენებათ 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ტრავმის გამო, სეზონის სტარტი გამოტოვა და NBA-ში სადებიუტო შეხვედრა 23 იანვარს გამართა. უილიამსონთან ერთად „პელიკანსი“ ფლეიოფის კალიბრის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და მატჩში საშუალოდ 121.1 ქულას აგდებს. ზაიონთან ერთად „ნიუ ორლეანმა“ 9-დან 5 შეხვედრა მოიგო, მის გარეშე კი 18 მოგება და 27 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები