მაქსველი: მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ
Aa
Aa

მაქსველი: მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ

პარიზული კლუბის მარცხენა მცველი, მაქსველი ჟურნალისტებს დღევანდელი დაპირისპირების შესახებ გაესაუბრა.

 

„ჩელსისთან“ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ლონდონში ჩვენი საუკეთესო მხარეების სრულად წარმოჩენა მოვახერხეთ. რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, „ბარსელონას“ სათამაშო სტილს კარგად ვიცნობთ. მათი ძლიერი მხარე რათქმაუნდა შემტევი ხაზია, თუმცა კატალონიელები დაცვაშიც ძალიან საიმედოდ თამაშობენ. მიუხედავად დიდი საკადრო პრობლემებისა, სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. კატალონიელებთან გუნდურად თამაში გვმართებს და მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სივრცე უნდა დავუტოვოთ“ - განაცხადა მაქსველმა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები