Aa
Aa

"ის მოცარელასავით რბილი ფეხბურთელია" - დამცინავი კრიტიკა პიანიჩის მიმართ

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიოვანი კობოლი ჯილიმ, მირალემ პიანიჩი ირონიულად გააკრიტიკა და იგი ყველ მოცარელას შეადარა. ჟურნალისტებმა კობოლი ჯილის „იუვეში“ მიმდინარე ვითარების შეფასება სთხოვეს.

„მაურიციო სარის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ არც ის მომწონს, როცა დაბლა დაცემულ კაცს ურტყამ.

გუნდის ნახევარდაცვის მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მაგალითად, მირალემ პიანიჩი ისეთივე რბილი ფეხბურთელია, როგორიც მოცარელაა. იგი დაღლილად გამოიყურება და, ალბათ, დასვენება სჭირდება“.

მოცარელა ტრადიციული სამხრეთ იტალიური ყველია, რომელსაც ყველაზე უფრო პიცის დასამზადებლად იყენებენ.

რაც შეეხება 75 წლის კობოლი ჯილის, იგი „ვეკია სინიორას“ პრეზიდენტი 2006-09 წლებში გახლდათ. მაშინ კლუბს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი ედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები