Aa
Aa

ბრიტანული პრესა: გუარდიოლა "იუვეს" შეუთანხმდა, ჯერი "სიტისთან" მოლაპარაკებაზეა

წამყვანი ბრიტანული გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ პეპ გუარდიოლას გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ ეცდება.

The Sun-ის ინფორმაციით, „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სჯერა, რომ გუარდიოლა მისი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. როგორც იტალიური პრესა წერს, მაურიციო სარის გაშვება უკვე განიხილება, მის შემცვლელად კი მასიმილიანო ალეგრისთან ერთად, სწორედ გუარდიოლა სახელდება.

რამდენიმე ბრიტანული ტაბლოიდი საერთოდ გვამცნობს, რომ პეპს „იუვესთან“ კონტრაქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, ჯერი კი „სიტისთან“ მოლაპარაკებაზეა მიმდგარი.

ესპანელმა სპეციალისტმა იტალიური ენა შესანიშნავად იცის, იგი 2001-03 წლებში „ბრეშასა“ და „რომას“ რიგებში თამაშობდა. ასევე საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ლეგენდარულ არიგო საკისთან და იმავე მაურიციო სარისთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები