Aa
Aa

იერო: "რასაც რამოსი აკეთებს, არანორმალურია"

მადრიდის „რეალისა“ და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, ფერნანდო იერომ, სერხიო რამოსის შედეგიანობის შესახებ ისაუბრა.

„სამეფო კლუბის“ 33 წლის მცველმა უქმეებზე მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის კარიერაში 113-ე აღმოჩნდა. რამოსი ამ მაჩვენებლით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელია.

„რასაც სერხიო აკეთებს, არანორმალურია. მან მე და რონალდ კუმანს უკვე გვაჯობა, რადგან ჩვენ კარიერის გარკვეული ნაწილი ნახეევარმცველების ამპლუაში ვთამაშობდით. მისი პოზიციიდან გამომდინარე, ასეთი შედეგიანობა ნამდვილად არაორდინალურია.

როგორც წესი, პიკესაც საკმაოდ ხშირად გააქვს, თუმცა არა იმდენად ხშირად, რამდენადაც ამას სერხიო აკეთებს. იგი „რეალსა“ და ნაკრებს გოლებით რეგულარულად ეხმარება“.

მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი რონალდ კუმანს აქვს გატანილი, რომელმაც მეტოქეთა კარი 253-ჯერ აიღო, იეროს აქტივში კი 163 გოლია, რამოსი ამ ჩამონათვალში მე-6 ადგილზეა.

დავამატოთ ისიც, რომ რამოსმა გასულ ტურში „რეალის“ მაისურით ლა ლიგაში 440-ე შეხვედრა ჩაატარა და სწორედ იეროს გადაასწრო. „ბლანკოსის“ კაპიტანი ამჟამად მე-5 ადგილზეა, მას რეკორდსმენ რაულამდე 110 თამაში აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები