პეტი:
Aa
Aa

პეტი: "მესი რონალდუ არ არის, ინგლისში აუცილებლად ჩაფლავდება"

ვეტერანმა ფეხბურთელმა და მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ Mirror-თან ლეო მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელს რონალდუსგან განსხვავებით პრემიერლიგაში თამაში გაუჭირდება.

„სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, რომ მესი პრემიერლიგის ინტენსიურ სათამაშო სტილსა და ტემპს გაუძლებს. ის რონალდუ არ არის, ინგლისში აუცილებლად ჩაფლავდება.

ლეოს ასაკი ემატება, მისი დრიბლინგი და სისწრაფე ისეთი ვეღარ იქნება როგორც ადრე. მესის მჭიდროდ მეურვეობა არ უყვარს. ესპანეთისგან განსხვავებით ინგლისში მას არ მოუფრთხილდებიან.

ეჭვგარეშეა, რომ პრემიერლიგის ქომაგებისთვის მესის ხილვა სასიამოვნო იქნება, თუმცა არ მესმის ისეთმა გუნდმა როგორიც „მანჩესტერ სიტია“, რატომ უნდა შეიძინოს 32, ან 33 წლის მესი. თუ, მათ ამის გაკეთება უნდოდათ 2-3 წლის წინ უნდა ემოქმედათ“.

შეგახსენებთ, რომ პეტი 2000-2001 წლების სეზონში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს კი პრემიერლიგაში „არსენალისა“ და „ჩელსის“ რიგებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები