შოლი:
Aa
Aa

შოლი: "კიმიხი გერმანული ფეხბურთის გრეტა ტუნბერგია"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მეჰმეთ შოლმა ჯოშუა კიმიხის მისამართით ერთ-ერთ რადიოგადაცემაში საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და ფეხბურთლი 17 წლის შვედ ეკო-აქტივისტს გრეტა ტუნბერგს შეადარა.

ეს 24 წლის ბიჭი თვლის, რომ ყველა პრობლემურ სიტუაციაში უნდა ჩაერიოს, თუმცა ჯერ აქამდე არ გაზრდილა. მისი ინტერვიუები და განცხადებები ჩემთვის მეტისმეტია. ეს მაღელვებს.

როგორც ფხბურთელი შესანიშნავია. მისი მაქსიმუმი? ის ჯერ შვაინშტაიგერი არ არის.

საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი რომ ის გერმანული ფეხბურთის გრეტა ტუნბერგია“.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი „ბაიერნის“ მაისურით 2015 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 200 შეხვედრაში 19 გოლი და 46 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მან 2 გოლის გატანა შეძლო, რასაც 6 საგოლე გადაცემაც დაამატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები