Aa
Aa

ისევ ადრე წავიდა - AS-ის კამერებმა ბეილი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს

გარეტ ბეილმა მისთვის უკვე ნაცნობ ხერხს კიდევ ერთხელ მიმართა. "რეალის" ვარსკვლავმა საკუთარი გუნდის თამაშის ყურება მიმდინარეობისას შეწყვიტა და სტადიონი დატოვა.

მადრიდული AS-ის გადამღებმა ჯგუფმა ბეილი იმ მომენტში დააფიქსირა, როცა „რეალი“ „სოსიედადთან“ 1:4-ს აგებდა და მატჩის დაახლოებით მე-80 წუთი მიმდინარეობდა - უელსელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.

30 წლის ვარსკვლავი ანალოგიურ ვითარებაში გასულ სეზონშიც დააფიქსირეს, რისი მიზეზიც საჯაროდ არ გამოცხადებულა. ფაქტია, რომ ბრიტანელს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს, ვიდრე თანაგუნდელების გულშემატკივრობაა.

აქვე დავამატოთ, რომ „რეალი“ „სოსიედადთან“ 3:4 დამარცხდა და ესპანეთის თასის გათამაშებას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. „სამეფო კლუბმა“ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით, ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები