Aa
Aa

ფლორენტინო პერესმა რონალდუს დაბადების დღე მიულოცა

კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიულოცა და მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ვულოცავ დაბადების დღეს, ჩვენ შენ ხშირად გვახსენდები“. - ასეთია პერესის მოკლე მისალოცი ტექსტი.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გუშინ 35 წლის გახდა და როგორც თავად აღნიშნავს, მოტივაციის მოზღვავებას ამ ასაკშიც გრძნობს.

„ჩემი მოტივაცია დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თავს როგორ ვგრძნობ. ახლა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვარ, ასე რომ, მოტივაციაც ჩვეულად მოზღვავებული მაქვს.

საკუთარი თავის მოვლა ძალიან კარგად გამომდის, ამიტომ, ვფიქრობ, 40 წლამდე თამაში შემიძლია. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფიზიოლოგია იქნება“.

რონალდუმ სერია A-ს გასულ ტურში „ფიორენტინასთან“ დუბლი შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში უკვე 19 შედეგიანი დარტყმა მოუგროვდა. იგი ბომბარდირთა დავის ლიდერ ჩირო იმობილეს 6 გოლით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები