Aa
Aa

პოჩეტინო სიმეონეს შემცვლელად? - "ატლეტიკოს" დირექტორის ინიციატივა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას დიეგო სიმეონეს შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს მიწვევა სურს. ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, ამის მთავარი ინიციატორი „როხიბლანკოს“ სპორტული დირექტორი - ანდრეა ბერტი გახლავთ.

ბერტი პოჩეტინოს „ტოტენჰემში“ მუშაობას წლების განმავლობაში აკვირდებოდა და მისი სამწვრთნელო ტალანტის დიდი გულშემატკივარია. მადრიდელთა ფუნქციონერმა იცის, რომ არგენტინელის გადაბირება იოლი არ იქნება, რადგან მას მუშაობის გაგრძელება ისევ პრემიერ ლიგაში სურს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, მადრიდელები მზად არიან, თუკი პოჩეტინო მათი გუნდის ჩაბარებას დათანხმდება, დიეგო სიმეონესთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ და პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ზაფხულსვე დანიშნონ.

„ტოტენჰემის“ 47 წლის ყოფილ მთავარ მწვრთნელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აკავშირებენ, გარდა ამისა, მისი საკუთარ რიგებში ხილვა კიდევ რამდენიმე ბრიტანულ კლუბს უნდა. პოჩეტინო ნოემბრის შემდეგ უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები