ჰელმერი: ტიაგო „ბაიერნის“ ყველაზე კრეატიული ნახევარმცველია
Aa
Aa

ჰელმერი: ტიაგო „ბაიერნის“ ყველაზე კრეატიული ნახევარმცველია

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა ტომას ჰელმერმა, ტიაგო ალკანტარას დაბრუნება მიულოცა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

2013 წელს ესპანელი ნახევარმცველი „რეკორდმაისტერში“ „ბარსელონადან“ გადავიდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა.

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ტიაგომ პირველი მატჩი „დორტმუნდთან“ გამართა, გასულ უქმეებზე კი უკვე გუნდის ძირითად შემადგელობაში გამოჩნდა.

ჰელმერი რომელიც მიუნხენელთა რიგებს 1992 წლიდან 1999 წლამდე იცავდა აცხადებს, რომ ალკანტარა გუნდის ფილოსოფიას ასი პროცენტით ერგება.

„ესპანელი სწრაფი და ამასთანავე ძალიან ტექნიკურია. რათქმაუნდა შვაინშტაიგერი და ალონსო თითქმის უშეცდომოდ ასპრეზობენ, თუმცა მეტოქესთან პირისპირ ალკანტარა გაცილებით ეფექტურია. ტიაგო გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად იღებს და თამაშს კარგად კითხულობს. სწორედ ასეთი კრეატიული მოთამაშე სჭირდებოდა „ბაიერნს“ - აცხადებს ვეტერანი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნი“ „პორტუს“ ესტუმრება. დიდი ალბათობით ალკანტარა სასტარტო შემადგელობაში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები